ვალტერი ბოტასმა აშშ-ის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და სტარტზე მოწინავე პოზიციაზე დადგება. ფინელ პილოტს ოსტინში გამარჯვება მართებს იმისათვის, რომ ტიტულის მოპოვების თუნდაც თეორიული შანსი შეინარჩუნოს. მაგრამ თუ მისი თანაგუნდელი ლუის ჰამილტონი თუნდაც ოთხი ქულის აღებას შეძლებს, ის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე გაინაღდებს მეექვსე ტიტულს.
ჰამილტონი სტარტზე მეხუთე პოზიციაზე დადგება და ჩემპიონობისთვის, რბოლის მერვე ადგილზე დასრულებაც ეყოფა. სტარტზე ბოტასს გვერდს სებასტიან ფეტელი დაუმშვენებს, რომელმაც „მერსედესის“ მრბოლთან სულ რაღაც, 0.012 წამი დათმო. მეორე რიგში კი მაქს ფერსტაპენი და შარლ ლეკლერი დადგებიან.
აღსანიშნავია, რომ ტექსასურ ტრეკზე, „მერსედესმა“ ზედიზედ მეექვსე პოულ პოზიცია მოიპოვა. ეს ტრეკი იმითაა გამორჩეული, რომ მასზე გამართულ რბოლებს მხოლოდ ის პილოტები იგებენ, რომლებმაც სტარტი წინა რიგიდან აიღეს. ამ სტატისტიკით, გამრჯვებისთვის ბრძოლა ბოტასსა და ფეტელს შორის უნდა გაიმართოს. ისე კი, ამერიკაში ყველაზე წარმატებული მრბოლი ჰამილტონია, ვისაც იქ ექვსი გამარჯვება (ხუთი ტექსასში) აქვს მოპოვებული.
აშშ-ის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:32.029
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:32.041
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:32.096
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:32.137
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:32.321
- ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:32.548
- კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:32.847
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:33.175
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:33.488
- პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1:33.601
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:33.815
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:33.979
- დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:33.989
- ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:34.100
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:34.158
- ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1:34.226
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:34.369
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:35.372
- რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1:35.889
- სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:35.808