ფეხბურთი

20:25 | 2.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში "ლოკომოტივმა" "ვიტ ჯორჯია" 2:0 დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართულ მატჩში თბილისელთაგან გოლები ირაკლი სიხარულიძემ 58-ე და 78-ე წუთებზე გაიტანა.

"ლოკომოტივმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, 33 ტურში 49 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა. "ვიტ ჯორჯია" კი წინა ტურში ოფიციალურად გავარდა 33 ტურში 20 ქულა აქვს მოგროვებული. მომდევნო მატჩს მცხეთელები "საბურთალოსთან" გამართავენ, ხოლო "ლოკომოტივი" "ჩიხურას" შეხვდება.

0.118245