ფეხბურთი

17:12 | 2.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "მერანი" კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში აღზევდა

თბილისის „მერანმა“ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საგზური გაიფორმა. ავთანდილ შენგელიას გუნდა ელიგა 2-ში დიდებულად იასპარეზა და სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ოფიციალურად გაინაღდა პირველი ადგილი.

„მერანი“ გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და გათამაშების ფავორიტად თავიდანვე მიიჩნეოდა. სტატუსი კი, სრულად გაამართლა და მომავალ სეზონში უმაღლეს დივიზიონში გაირჯება.

თბილისურმა გუნდმა 33-ე ტურში „შევარდენი“ ადვილად, 4:0 დაამარცხა და ამის შემდეგ ყველაფერს ბეჭედი დაუსვა. „მერანმა“ 81 ქულა დააგროვა და უკვე ცნობილია, რომ უახლოესი მდევარი „სამტრედია“ პირველ ადგილში ვეღარ შეეცილება.

თავის მხრივ, „სამტრედიას“ მეორე ადგილი და პლეი-ოფის საგზური აქვს გარანტირებული, ხოლო მესამე ადგილისთვის (რაც ასევე პლეი-ოფის ბილეთის ტოლფასია) „თელავი“ და „შევარდენი“ იბრძვიან, თუმცა კახელების უპირატესობა აშკარაა - 5 ქულით მეტი და თამაშით ნაკლები.

„მერანი“ (თბ) – „შევარდენი“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 ფიფია (22, პენ), 2:0 მიქაბერიძე (28), 3:0 დეისაძე (54), 4:0 ფიფია (74)

0.11274