NBA-ში გოგა ბითაძეს „კლივლენდ კავალიერსთან“ პირველი გაბრწყინება ჰქონდა. ხუმრობა საქმე არაა, რომ 20 წლის ქართველი ორმაგ დუბლს წაეთამაშა - 10 ქულა, 9 მოხსნა.
ამასთან, გამოსარჩევი იყო მისი თამაში დაცვაში, სადაც 4 დაფარება მიითვალა, რაც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ჩინებული შედეგია. ნამატჩევს გოგამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მზადაა გუნდს ნებისმიერ მომენტში დაეხმაროს.
„როდესაც სეზონი დაიწყო ნეიტმა (ნეიტ მაკმილანი, "ინდიანას" მწვრთნელი - რედ) მითხრა, რომ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვყოფილიყავი. სეზონი გრძელია და ყოველჯერზე, როცა გუნდს დავჭირდები, მზად ვარ გუნდი გავაძლიერო. ეს მხოლოდ ჩემი მენტალიტეტია და ვეცდები გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო“, - თქვა ბითაძემ.
შეგახსენებთ, „ინდიანამ“ „კლივლენდი“ 102:95 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.