ძიუდო

22:50 | 1.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანი ევროპაშიც საუკეთესოა

ძიუდოში 23-წლამდელთა მარაქეშის მსოფლიოს ჩემპიონატიდან ორ კვირაში, იჟევსკში (რუსეთი) ამავე ასაკობრივი ჯგუფის ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი.

ჩემპიონატის პირველი დღე განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა საქართველოს ქალთა ნაკრებისთვის და მისი ლიდერის ეთერ ლიპარტელიანისთვის (57 კგ).

ლიპარტელიანი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველმა 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, საუკეთესო აღმოჩნდა იჟევსკშიც.

მომავალმა ტრიუმფატორმა საწყის ორ შეხვედრაში წმინდა გამარჯვებები მოიპოვა უნგრელ და ხორვატ მეტოქეებზე, ნახევარფინალში ასევე იპონით დაამარცხა პორტუგალიელი მოწინააღმდეგე და ფინალში გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძელ დანა ნაგუჩევასთან დაპირისპირებაც ქართველის უპირატესობით წარიმართა, რაც მეტოქისთვის ვაზარის ართმევით და შემდეგ იპონით გამარჯვებით დასრულდა.

60 კილოგრამ წონითი კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს თემურ ნოზაძემ და ჯაბა პაპინაშვილმა. თანაგუნდელებმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში, შესაბამისად, სომეხი და იტალიელი მეტოქეები დაამარცხეს.

geonoc.org.ge

0.116352