ჩინეთის ქალაქ ლიუჟუში მიმდინარე ტურნირს ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე გამოეთიშა.
1/4-ფინალში ბოლქვაძე ავსტრალიელ არინა როდიონოვს გაეჯიბრა. მარიამი პირველ სეტში 1:4-ს აგება, რა დროსაც ქართველმა თამაში შეწყვიტა. შემდგომ ბოლქვაძემ თავის ფეისბუქ გვერდზე განმარტა თამაშის შეწყვეტის მიზეზები.
"სამწუხაროდ, დღეს Liuzhou-ს 60.000$-იანი ტურნირის მეოთხედფინალში იძულებული გავხდი თამაშიდან მოვხსლინიყავი თავბრუსხვევისა და გულისრევის შეგრძნების გამო. შემდეგი ტურნირი სამშაბათს იწყება და იმედია თავს უკეთესად ვიგრძნობ. დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის"- განაცხადა ბოლქვაძემ.