ბოლო თვეებში, „სტიაუას“ თავდამსხმელმა, ფლორინელ კომანმა, კარგი თამაშით ბობოლა ევროპული კლუბების ყურადღება მიიპყრო. Daily Mail-ის ინფორმაციით 21 წლის რუმინელი ჭაბუკის გადაბირების მსურველთა შორის, „მანჩესტერ სიტიცაა.“ ასევე ფორვარდს, რომელსაც კილიან მბაპეს ადარებენ, „ვესტ ჰემი“ და „რომა“ აკვირდებიან.
კომანმა კარიერა 2014 წელს დაიწყო „ვიტორულში.“ სამი წლის შემდეგ კი „სტიაუაში“ გადავიდა. 2016-17 წლების სეზონში კომანი რუმინეთის ჩემპიონი გახდა. ამჟამად მას ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრებში იძახებენ.
რუმინეთის მიმდინარე ჩემპიონატში კომანმა 11 მატჩში ითამაშა, 6 გოლი გაიტანა და 4-ჯერ გააფრთხილეს.