ტურინის "იუვენტუსის" გერმანელ ნახევარმცველს ემრე ჯანს "პარი სენ ჟერმენში" უნდა გადასვლა. აღნიშნული ინფორმაცია Soccer Link-მა გაავრცელა. გერმანელ ფეხბურთელს რომ "იუვენტუსის" დატოვება სურს ახალი ამბავი არაა, ჯანი მაურიციო სარმა ჩემპიონტა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა და ფეხბურთელმა გუნდის დატოვებს გადაწყვიტა.
ჯერჯერობით უცნობია პსჟ-ს თუ აქვს წინადადება "იუვენტუსისთვის". ჯანის სატრანსფერო ღირებულება 33 მილიონი ევროა. ემრეს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და შესაბამისად ოფიციალურად მოლაპარაკების დაწყების უფლება არ აქვს. მიმდინარე სეზონში ჯანმა მხოლო ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მოედანზე 150 წუთი გაატარა.