ტურინის „იუვენტუსი“ მზადაა ზალცბურგის „რედ ბულის“ შემტევში, ერლინგ ჰოლანში, სოლიდური თანხა - 40 მილიონი ევრო გადაიხადო - წერს თავისი ტვიტერის გვერდზე ცნობილი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
წყაროს ცნობით, ფეხბურთლის აგენტი, მინო რაიოლა, უკვე სერიოზულად მუშაობს ნორვეგიელის ზაფხულში იტალიაში გადაბარგების საქმეზე.
„იუვენტუსს“ შეტევის გაძლიერება გადაუწყვეტია და ჰოლანის ბოლოდროინდელი მიღწევები, შინაურ პირველობაზე თუ ჩემპიონთა ლიგაში, ცხადია, შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.
თუმცა, ტურინელებს საკმაოდ სოლიდური კონკურენციის დაძლევა მოუწევთ, რადგან ნორვეგიელისვის თვალი „რეალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ დაუდგამთ.
წლეულს ყველა ტურნირში ჰოლანმა 15 მატჩში 22 გოლი გაიტანა.