ფეხბურთი

12:49 | 31.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ კოვაჩის ადგილზე ორ კანდიდატურას განიხილავს

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, უახლოეს ხანში, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს - გვამცნობს Sport1. გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ბოლოდროინდელი ვითარებით. კერძოდ, ბოლო მატჩებში გუნდის თამაშის ხარისხით.

წყაროს ცნობით, ბავარიელებს კოვაჩის შემცვლელად ორი სპეციალისტი შეურჩევიათ. ერთი „აიაქსის“ ამჟამინდელი დამრიგებელი, ერიკ ტენ ჰაგია. მისი კანდიდატურა პრიორიტეტული ყოფილა. მით უმეტეს, რომ ტენ ჰააგს „ბაიერნში“ მუაშაობის გამოცდილება აქვს. 2013-15 წლებში ჰოლანდიელი სპეციალისტი ბაიერნელთა ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა.

მეორე კანდიდატი „ტოტენჰემის“ თავკაცი, მაურისიო პოჩეტინოა. ის „ბაირენის“ სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის ფავორიტი ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ნიკო კოვაჩის ბავარიულ კლუბთან კონტრაქტს, 2021 წლის ზაფხულში ეწურება ვადა.

0.116887