ჭიდაობა

23:39 | 30.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი სულავას ბრინჯაოს მედალი 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში

უნგრეთში მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ გამოსვლა სამი მედლით დაასრულა. ასპარეზობის ბოლო დღეს ქართველ მოჭიდავეებს სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდათ, მაგრამ მიზანს მხოლოდ გიორგი სულავამ მიაღწია.

74 კგ წონით კატეგორიაში სულავამ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქი ერილმაზი წმინდად დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. დემო მეგენეიშვილი (92 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) კი, ამავე ხარისხის მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდნენ.

აქვე გეტყვით, რომ გუშინ მირზა სხულუხიამ და ტარიელ გაფრინდაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს. ამრიგად, საქართველომ 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ახლა კი, ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავლენ.

0.108425