ფეხბურთი

20:49 | 30.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი პსჟ-ს ერთგულია

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ მარკო ვერატის უახლოეს ხანებში ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. RMC Sport-ის ცნობით, მხარეებმა უკვე შეთანხმებას მიაღწიეს და ყველაფერი სულ მალე გაოფიციალურდება.

ვერატი პსჟ-ს მოქმედი ხელშეკრულებით 2021 წლამდე ეკუთვნის, ხოლო კონტრაქტს 2024 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივებს.

ფინანსური დეტალები არ გაჟღერებულა, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

იტალიელმა მიმდინარე სეზონში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ვერატი პსჟ-ს 2012 წელს „პესკარადან“ 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

0.140327