სანკტ პეტერბურგის „ზენიტის“ ყოფილი ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო და მისი მეუღლე რობერტა, შეიარაღებულ ბოროტმოქმედთა თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ - გვამცნობს ANSA.
წყაროს ინფორმაციით, 29 ოქტომბრის საღამოს, ფეხბურთელის სახლში, ვინოვოში, პისტოლეტებით შეიარაღებული ოთხი მძარცველი შეიჭრა. იარღის მუქარით მათ მასპინძლებს სეიფი გააღებინეს. ძვირფასეულობა გაიტაცეს და მიიმალნენ.
ზარალის ოდენობას ითვლიან. პოლიცია ვიდეოკამერების ჩანაწერებს ამოწმებს და ბიროტმოქმედთა პიროვნებების დადგენას ცდილობს.
ფეხბურთელი და მისი მეუღლე არ დაშავებულან.
მარკიზიო „ზენიტში“ 2018 წლის ზაფხულში გადავიდა, თუმცა ტრავმების გამო, რუსულ კლუბში მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა. გასულ ივლისს კი „ზენიტმა“ მასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განსაცხადა.
მანამდე, 12 წლის განმავლობაში, მარკიზიო ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა.