ჩინეთის ქალაქ ლიუჩჟოუში მიმდინარე 60 000-იან ტურნირზე მარიამ ბოლქვაძემ პირველი გამარჯვება იზეიმა. მარიამმა ჩინელი ჩოგბურთელი იუე იუანი 6:2, 6:2 დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე ბოლქვაძე რაინას და სუნს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
სოფია შაფათავა ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა. მან სერბანთან 3:6, 2:6 წააგო. ასევე სოფიამ წყვილთა თანრიგშიც წააგო, მან და თავისმა ბრიტნაელმა მეწყვილემ ემილი ვებლი-სმიტმა ჩოის და ომეს დუეტთან 1:6, 6:3, 6:10 წააგეს.