ფეხბურთი

9:51 | 30.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ წინააღმდეგ, „არსენალის“ კაპიტანი იოზილი იქნება

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, განაცხადა, რომ დღეს, 30 ოქტომბერს, ინგლისის ლიგის თასის მეოთხე რაუნდის მატჩში „ლივერპულის“ წინააღმდეგ, მისი გუნდის კაპიტანი მესუთ იოზილი იქნება. მიზეზი ის არის, რომ მოქმედმა კაპიტანმა, გრანიტ ჯაკამ, წინა ტურის შეხვედრაში საკუთარი გუნდის გულშემატკივრებს შეაგინა.

„იოზილს ვესუბრე. მაინტერესებდა გამეგო, რას ფიქრობდა შექმნილ სიტუაციაზე. ჩვენ მისი უნარები და თამაშის ხარისხი გვჭირდება. ვფიქრობ, სასარგებლოდ გაირჯება გუნდისთვის. გაიკეთებს თუ არა კაპიტნის სამკლავურს? დიახ.“ - ციტირებს ემერის სიტყვებს Metro.

იოზილი „არსენალში“ 2013 წლიდან თამაშობს. თუმცა, წლევანდელ სეზონს მისთვის წარმატებულს ვერ დავარქმევთ. ემერი მას ბოლო დროს აღარ სწყალობს. ყველა ტურნირში მხოლოდ ორი მატჩი გამართა. ამიტომაც, ცოტა უცნაურია მისი კაპიტნობა.

0.114581