ფეხბურთი

20:07 | 29.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "გიგზის და სქოულზის მსგავსი ხალხისგან თუ ვერაფერს ისწავლი, გამოდის, რომ სულელი ხარ"

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა France Football-თან ინტერვიუში წარმატების საიუდომლოზე ისაუბრა. პორტუგალიელი თავდამსხმელის განცხადებით, როდესაც „მანჩესტერში“ თამაშობდა, ვარსკვლავებისგან ბევრი ისწავლა.

როგორც კრიშტიანუ აღნიშნავს, პოლ სქოულზის, რაიან გიგზის, რიო ფერდინანდის მსგავსი პერსონებისგან ვერაფერს ისწავლი, ე.ი. სულელი ხარ.

„მე ტვინი გამოვიყენე. თუ ცოტა ინტელექტი გაქვთ, შეხედავთ და მაგალითს აიღებთ მათგან, ვინც შენზე მეტს მიაღწია. მე ეს გავაკეთე როდესაც „მანჩესტერში“ ვიყავი რაიან გიგზთან, პოლ სქოულზთან, რუუდ ვან ნისტელროისთან, რიო ფერდინანდთან... თუ ასეთი ხალხისგან არ ისწვალი, გამოდის, რომ სულელი ხარ. მე არ ვამბობ მიბაძვას, არამედ რაღაცის აღება მათგან, რომლებმაც შენზე მეტი გამოაირეს. ეს არის ის, რაც გავაკეთე, ნიჭი მქონდა და ვუყურებდი მათ.

სერ ალექს ფერგიუსონმაც ბევრი მასწავლა და მივხვდი, რომ გოლების გატანის პოტენციალი მქონდა, არამხოლოდ დრიბლინგი და პასის მიცემა. დავიწყე ფიქრი, რომ სრულყოფილი ფეხბურთელი ვიყავი, სუსტი წერტილების გარეშე, შემეძლო გატანა მარჯვენა, მარცხენა ფეხით და თავით. კარგი ეთიკითა და ცხოვრების სწორი წესით შეგიძლიათ იფიქროთ მაქსიმალურ დონეზე 34 წლის ასაკშიც ყოფნისთვის. მე სპორტულ დარბაზში სიარული 11 წლის ასაკში დავიწყე, ეს დისციპლინა რომ არ მქონოდა, 15 წელი ვერ ვიქნებოდი ასეთ დონეზე.

მე ვისწავლე ყველა იმ ადამიანისგან, რომლებმაც სრულყოფილებას მიაღწიეს და მხოლოდ სპორტს არ ვგულისხმობ. მომწონს ნობელის პრემიის კითხვა, რა გამოიგონა ხალხმა, შექმნა. ნობელის პრემია ჩემთვის იგივეა, როგორც „ოქროს ბურთის“ მოგება“, - თქვა რონალდუმ.

0.113609