როგორც ჩანს, 29 ოქტომბერი დიდი საფეხბურთო ისტორიების საწყისი თარიღია. ამ დღეს ისეთი გენიალური ფეხბურთელების დებიუტი შედგა საკლუბო თუ სანაკრებო დონეზეს, როგორებიც რაული, ანდრეს ინიესტა და რაული არიან.
რაული, "რეალი"
1994 წლის 29 ოქტომბერს, მადრიდის „რეალის“ მაისურით მოედანზე პირველად გავიდა რაულ გონსალეს ბლანკო. ეს, „სარაგოსასთან“ წაგებულ მატჩში (2:3) მოხდა. სადებიუტო მატჩში მომავალმა ლეგენდამ საგოლე პასის შესრულებაც მოახერხა. რაულმა „რეალში“ 741 თამაში ჩაატარა, 323 გოლი გაიტანა და 16 ტიტული მოიგო.
ანდრეს ინიესტა, "ბარსელონა"
2002 წლის 29 ოქტომბერს კიდევ ერთი დიდი ისტორია დაიწყო. „ბარსელონაში“ ანდრეს ინიესტას დებიუტი შედგა, ეს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრიუგესთან“ (1:0) შეხვედრაში მოხდა. ესპანელმა ნახევარმცველმა „ბლაუგრანას“ ღირსება 674 მატჩში 140 გოლი გაიტანა, ამასთან 32 ტიტული მოიპოვა.
P.S ვიდეოში წარმოდგენილია ინიესტას დებიუტი ლა ლიგაში "რეკრეატივოსთან", რომელიც "ბრიუგესთან" მატჩის შემდეგ შედგა.
ჯანლუიჯი ბუფონი, იტალიის ნაკრები
29 ოქტომბერს უკავშირდება მორიგი დიდი ისტორიის საწყისი ეტაპი, თუმცა არა საკლუბო, არამედ სანაკრებო დონეზე. ჯანლუიჯი ბუფონს 1995 წლის 19 ნოემბერს, „პარმაში“ ჰქონდა დებიუტი, მაგრამ ორი წლის შემდეგ, 1997 წლის 29 ოქტომბერს, იტალიის ნაკრების მაისური პირველად ჩაიცვა. 1998 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში მოსკოვში, იტალია რუსეთს (1:1) სტუმრობდა. ყივნასა და თოვლში ჯანლუკა პალიუკამ პირველივე ტაიმში ტრავმა მიიღო და ბუფონმა შეცვალა. ჯიჯიმ იტალიის ნაკრებში 176 თამაში ჩაატარა (რეკორდი), 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 2012 წელს კი, ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.