„ლივერპულის“ ნახევარმცველმა, ჯეიმს მილნერმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა ვიდეოარბიტრის შესახებ.
„არ ვარ ვიდეოარბიტრის მომხრე. შესაძლოა, ეს ჩემი ძველი სკოლის და მენტალობის ნაწილია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი კითხვებია მის გარშემო. გოლის გატანის აღწერის ტექნოლოგია საოცარია. შავი ან თეთრი. მაგრამ ამ დროს სხვა მოსაზრებებიც არსებობს. ამიტომ, სათამაშო ატმოსფერო ირღვევა.
გავა გოლი, ემოციების ზღვაა, მაყურებელი ბედნიერია და უცებ VAR-ი ერთვება საქმეში. ჯერ უნდა ელოდო გადაწყვეტილებას, მერე შეიძლება გოლი გააუქმოს. ამ დროს სათამაშო რიტმი ირღვევა.“ - ციტირებს მილნერის სიტყვებს The Guardian.