ფეხბურთი

13:42 | 4.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუნის მატა შეცვლის

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს “ევერტონთან” გასამართი მატჩის წინ საკადრო პრობლემები შეექმნა, თუმცა, ზოგიერთი საკითხი უკვე გადაწყვიტა.

“რვა ტრავმირებული ფეხბურთელი და ერთი დისკვალიფიცირებული გვყავს. ამის გამო “ევერტონთან” 9 ფეხბურთელი დაგვაკლდება. ძალიან რთულია ახსნა. შესაძლოა, ვინმე ჯანმრთელადაა, მაგრამ თამაშისთვის მზად არ იყოს. აქ დიდი სხვაობაა. მაგალითად, მარუან ფელაინი ერთი კვირაა ვარჯიშობს, მაგრამ 90 წუთის სათამაშოდ მზად არაა. რუნი ძლიერ დაგვაკლდება, რადგან ის გუნდის კაპიტანია, თუმცა მატას არანაკლებ კარგად შეუძლია თამაში. არჩევანის წინაშე ვდგავარ. ხუან მატა ადრე ბრწყინვალედ თამაშობდა რუნის პოზიციაზე” - განაცხადა ჰოლანდიელმა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” “ევერტონს” “ოლდ ტრაფორდზე” 5 ოქტომბერს ეთამაშება.

0.119013