კალათბურთი

12:19 | 28.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ოკლაჰომამ“ „გოლდენ სტეიტი“ გაანადგურა, „მემფისმა“ ბოლო წამზე იმარჯვა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

„ოკლაჰომამ“ შინ „გოლდენ სტეიტი“ 120:92 გაანადგურა. ასეთი უსუსური „გოლდენ სტეიტი“, სტივ კერის მოსვლის შემდეგ არ გვინახავს. გუნდი მთლიანად მოშლილია გაუგებარ დაცვას თამაშობს, შეტევა ქაოტურია. „მეომრებმა“ ცხრა ქულა ბოლო პერიოდში აღმოფხვრეს, რა დროსაც ოკლაჰომელების ლიდერები ისვენებდნენ. „გოლდენ სტეიტში“ შეტევაში ერთადერთი კალათბურთელი სტეფ კარი თამაშობდა, რომელმაც 23 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ოკლაჰომელებმა გუნდური კალათბურთი ითამაშეს და ხუთმა კალათბურთელმა მინიმუმ 10 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის ყველაზე მეტი 22 ქულა დენის შროდერმა მიითვალა. „ოკლაჰომამ“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მიითვალა, ხოლო სტივ კერის შეგირდებს ჯერ გამარჯვება არ აქვთ.

დრამატული შეხვედრა გაიმართა მემფისში, სადაც „გრიზლი“ „ბრუკლინ ნეტსს“ დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო 120:120 დასრულდა. დამათებითი ხუთწუთეულის ბოლო წამებზე „ბრუკლინი“ 133:131-ს იგებდა, რა დროსაც ბურთი კრაუდერმა მიიღო და მატჩის საფინალო სირენასთან ერთად სამქულიანი ჩააგდო და „მემფისს“ 134:133 მოაგებინა. მატჩში ყველაზე მეტი 33 ქულა კაირი ირვინგმა ჩააგდო,

„ლეიკერსმა“ შინ „შარლოტ ჰორნეტსს“ 120:101 აჯობა. ლოს ანჯელესელები მეორე პერიოდის ბოლოს დაწინაურდნენ, რის შემდეგაც მეტოქე წინ აღარ გასულა. ენტონი დევისმა 29 ქულა, 14 მოხსნა და სამი პასი მიითვალა. დევისის მსგავსად ლებრონ ჯეიმსმაც ორმაგი დუბლი შეასრულა, 20 ქულა, 12 პასი და 6 მოხსნა. დუაიტ ჰოვარდი 16 ქულა და 10 მოხსნა.

„ოკლაჰომა“ – „გოლდენ სტეიტი“ 120:92 (35:20, 35:17, 35:31, 15:24)

https://www.youtube.com/watch?v=GIaCfHK6rKw

„მემფისი“ – „ბრუკლინი“ 134:133 (35:29, 24:28, 33:40, 28:23, ო.ტ. 14:13)

https://www.youtube.com/watch?v=XtaZ6fLnHCo

„დალასი“ – „პორტლენდი“ 119:121 (40:25, 31:34, 24:36, 24:26)

https://www.youtube.com/watch?v=LnPmnMjj3jY

„მინესოტა“ – „მაიამი“ 116:109 (36:23, 19:34, 22:27, 39:25)

https://www.youtube.com/watch?v=VCAgSmKOhro

„ლეიკერსი“ – „შარლოტ ჰორნეტსი“ 120:101 (30:28, 33:34, 24:18, 33:21)

https://www.youtube.com/watch?v=ngGytAl8Z7M

0.117732