საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტური თბილისის „ლოკომოტივისა“ და გორის „დილას“ მატჩით დასრულდა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 49-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ გორელთა კარი დალაშქრა და „ლოკოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
სხვათა შორის, „ლოკომოტივმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო და სატურნირო ცხრილში 46 ქულით მეოთხე ადგილი პრაქტიკულად გაინაღდა, რაც ევროპა ლიგის საგზურს მოუტანს. „რკინიგზელები“ პარალელურად თასის ფინალში არიან, რომლის მოგება აევე მოუტანს ევროსაგზურს, მაგრამ იქ თუ დამარცხდება, მეოთხე ადგილით გავა ევროპა ლიგაზე, რადგან „საბურთალომ“ (თასის ფინალში მეტოქე) თასი რომც მოიგოს, ევროპა ლიგაზე ჩემპიონატიდან გადის. ასე, რომ თბილისურ გუნდს ეს სეზონი უდაოდ აქტივში უნდა ჩაუწეროთ.
„დილა“ კი, 38 ქულით მე-6 ადგილზეა და დარჩენილ ოთხ ტურში იმისთვის მოუწევს ბრძოლა, რომ როგორმე პლეი-აუტის ზონაში არ მოხვდეს.
„ლოკომოტივი“ – „დილა“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 შონია (49)