რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი ორი მედალი მოიპოვა.
შეჯიბრების დასკვნით დღეს გიორგი ჩხეიძემ ატაცში 182 კგ დაძლია და ამ შედეგით მეოთხე ადგილს დასჯერდა. სამაგიეროდ, აკვრაში 228 კგ დააფიქსირა და მესამე პოზიცია ერგო, ხოლო ორჭიდის ჯამში 410 კგ დაუგროვდა და ამ დისციპლინაშიც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.