ფეხბურთი

17:40 | 27.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მანჯუკიჩს "სევილიას" ვარიანტიც გამოუჩნდა

ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელმა მარიო მანჯუკიჩმა შესაძლოა "სევილიაში" გააგრძელოს კარიერა. როგორც Marca იუწყება, ხორვატი ფეხბურთელის შეძენით "სევილია" დაინტერესდა და ანდალუსიელები შეეცდებიან "მანჩესტერ იუნაიტედს" და "ნაპოლის" კონკურენცია გაუწიონ.

33 წლის ფეხბურთელი გუნდთან ერთად აღარ ვარჯიშობს. მას შემდეგ რაც კლუბში მაურიციო სარი მოვიდა, ხორვატს მწვრთნელთან ურთიერთობა დაეძაბა და არ თამაშობს. მანჯუკიჩს უკვე განუცხადეს, რომ თუ შესაფერისი წინადადება ექნება კლუბს შეუძლია წავიდეს. ფეხბურთელს "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.

0.119408