ხორვატიის ჩემპიონატის მე-13 ტურში "ჰაიდუკსა" და "სლავენს" შორის გამართულ შეხვედრაში კურიოზული გოლი გავიდა. 74-ე წუთზე "ჰაიდუკის" მეკარემ შეცდომა დაუშვა და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს ხელით დაუგორა ბურთი, რომელმაც კარში გადაგზავნა ეგრევე, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა და კონტრშეტევაზე, როდესაც სტუმართა ფეხბურთელები გოლს აღნიშნავდნენ, "ჰაიდუკმა" გაიტანა გოლი.