ფეხბურთი

2:23 | 27.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩაწოდება მინდოდაო - იტალიელი ფეხბურთელის წარმოუდგენლად ეფექტური გოლი (+VIDEO)

იტალიის ნაკრებისა და „ბრეშას“ ნიჭიერმა ნახევარმცველმა სანდრო ტონალიმ სერია A-ში სადებიუტო გოლი გაიტანა. გოლი გოლად და 19 წლის ფეხბურთელმა „ჯენოას“ კარი შედევრალური დარტყმით აიღო.

ტონალიმ ჯარიმა შეასრულა და მართლაც ფანტასტიკური გოლი გაიტანა, მაგრამ ნამატჩევს აღიარა, რომ კარში დარტყმა განზრახული არ ჰქონდა და საჯარიმოში ჩაწოდება უნდოდა.

„გოლის დროს ჩაწოდება მინდოდა, არ ვურტყამდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ამ პოზიციიდან ბურთის კარში შესვლაც შეიძლებოდა თუ არავის შეეხებოდა. შედეგით კმაყოფილი ვარ. სადებიუტო გოლის შეგრძნება? ეს უკვე განვიცადე ნეაპოლში, თუმცა შემდეგ გოლი გააუქმეს. ასე, რომ შესანიშნავია“, - თქვა ტონალიმ.

შეგახსენებთ, ტონალის იტალიაში ერთ-ერთ უნიჭიერეს ფეხბურთელად მიიჩნევენ და სათამაშო სტილით ლეგენდარულ ანდრეა პირლოსთან აიგივებენ. არავინ იცის, მიაღწევს თუ არა, ანდრეამდე სანდრო, მაგრამ ჯარიმების შესრულებაში უკვე შეუძლია გაეჯიბროს კიდეც...

0.119869