უნგრეთის ჩემპიონატის მეათე ტურში თავის გამოჩენა მოახერხა ბუდუ ზივზივაძემ. ქართველი შემტევის „მეზოკოვესდმა“ „დებრეცენს“ უმასპინძლა და 3:1 მოუგო, ხოლო ჩვენებურმა 53-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა.
ბუდუმ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი დაჰყო, საჯარიმოში დიდებულად ითამაშა, რამდენიმე მცველთან ჭიდილში გაერკვა სიტუაციაში და ზუსტად დარტყმაც მოახერხა. 82-ე წუთზე კი, კონტრშეტევაზე გაისარჯა ბრწყინვალედ და არანაკლებ ეფექტური საგოლე პასი მიითვალა, როდესაც შანდორ ვაიდას გაატანინა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 3:1.
25 წლის ფორვარდისთვის უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ცხრა თამაშში ეს მეოთხე გოლი იყო.
„მეზოკოვესდი“ წარმატებულ სეზონს ატარებს და 22 ქულით „ფეჰერვართან“ ერთად ლიდერობას იყოფს, ოღონდ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.