კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში ბოლნისის "სიონმა" საჩხერის "ჩიხურა" 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. პირველი ტაიმი "ჩიხურამ" მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში 76-ე და 83-ე წუთებზე ზურაბ ჯაფიაშვილმა და დავით თარგამაძემ გამოიჩინეს თავი და მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.
ქვემოქართლელებს 35 ქულა დაუგროვდათ და მერვე ადგილზე იმყოფებიან. "სიონმა" მეშვიდეადგილოსან "ჩიხურასთან" ჩამორჩენა სამ ქულამდე დაიყვანა და ჩემპიონატში დასარჩენად იბრძვის. მომდევნო მატჩს ბოლნისელები შინ "რუსთავს" დაუხვდებიან, ხოლო საჩხერელები ბათუმის "დინამოს" მიიღებენ.