ძიუდო

17:30 | 26.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ ჭრიკიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

აბუ დაბიში მიმდინარე გრან სლემის ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის დასკვნით დღეს ქართველი ფალავანი სერბ ნემანია მაჯდოვს შეხვდა და მესამე კატეგორიის სინჯის მედალი დაისაკუთრა. აღნიშნული დაპირისპირების გამარჯვებული ძირითად დროში არ გამოვლინდა, დამატებით დროში კი ჩვენებურმა მეტოქეს აჯობა.

ჭრიკიშვილის გარდა დღეს ტატამზე კიდევ 2 ქართველი ძიუდოისტი: 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილი და +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან მატიაშვილი გავიდნენ, თუმცა ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულეს.

აქვე გეტყვით, რომ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მიმდინარე გრან სლემზე საქართველომ 2 მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედალს ლუკა მაისურაძე დაეუფლა, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეძე ჩვენებური ფინალში სამხრეთ კორეელ ლი მუნ ჯინთან დამარცხდა.

0.13006