ჩოგბურთი

13:16 | 26.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის მეტოქე პარიზის მასტერსზე ცნობილია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 28 ოქტომბრიდან პარიზის „მასტერსზე“ დაიწყებს ასპარეზობას, სადაც მისი პირველი მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია.

ჩვენებური 1/32 ფინალში მოლდოველ რადუ ალბოტს დაუპირისპირდება. აღნიშნული წყვილი ერთმანეთს აქამდე 3-ჯერ შეხვედრილან და ყველა შეხვედრა ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა. წყვილებში თავის ყოფილ პარტნიორს ნიკოლოზმა ბოლოს შანხაის „მასტერსზე სამ სეტში: 4:6, 6:1, 6:3 აჯობა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თუ ჩვენებური ალბოტის ბარიერს დაძლევს, მისი მეტოქე შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1176