სხვა

20:10 | 25.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანტონ პლესნოის 3 ოქრო და 4 რეკორდი ევროპის ჩემპიონატზე!

რეზი დავითაძის შემდეგ ბუქარესტში ძალოსნობის 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ანტონ პლესნოიმ 3 ოქროს მედალი მოიპოვა და 4 რეკორდი დაამყარა.

ქართველმა ძალოსანმა სამივე დისციპლინაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ატაცში 168/173 კგ დაძლია, აკვრაში 200/208/215 კგ, ხოლო ორჭიდის ჯამში 388 კილოგრამს მოუყარა თავი და სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ პლესნოიმ ყველა დისციპლინაში ევროპის რეკორდი დაამყარა. შეგახსენებთ, რომ დღეს, რეზი დავითაძემ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა.

0.126584