ფეხბურთი

16:46 | 25.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძემ "გენტთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"გენტის" 20 წლის ქართველმა შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან კონტრაქტი ხელახლა განაახლა. ჩაკვეტაძემ კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის ივნისამდე გააფორმა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

2018 წელს გიორგიმ ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააფორმა, ახლა კი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა.

ქართველი "გენტს" 2017 წელს შეუერთდა. ტრავმების გამო, ჩაკვეტაზე გუნდს თითქმის ერთი წელია ვერ ეხმარება, მაისში ოპერაცია გაიკეთა და გავრცელებული ინფორმაციით გიორგი მოედანს ამა წლის დეკემბერში უნდა დაუბრუნდეს.

ბეგლიური კლუბის მაისურით სულ 50 შეხვედრა აქვს ჩატარებული სადაც შვიდი გოლი გაიტანა

0.1126