ჩოგბურთი

13:17 | 25.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა WTA Elite Trophy-ის გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში მიმდინარე WTA Elite Trolhy-ის ტურნირს გამოეთიშა.

კალაშნიკოვამ და მისმა მეწყვილემ სოფია კენინმა ჯგუფში მეორე შეხვედრა წააგეს და ბოლო ადგილით ტურნირს გამოეთიშნენ. ქართულ-ამერიკული დუეტი მძიმე ბრძოლაში კლეპაჩი-კიჩენოკთან 2:6, 6:4, 9:11 დამარცხდა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 2.4 მილიონი ამერიკული დოლარია.

ტურნირზე ორი ჯგუფია, სადაც პირველ ადგილზე გასული წყვილები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან.

0.1443