ფიფამ ოქტომბრის თვეში ეროვნულ ნაკრებთა რეიტინგი განაახლა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრებმა მცირე პროგრესი განიცადა და ერთი საფეხურით წინ წაიწია.
ვლადიმირ ვაისის გუნდს 1274 ქულა აქვს და რეიტინგში 90-ე ადგილზეა. მოგეხსენებათ, „ჯვაროსნებმა“ გასულ კალენდარულ ეტაპზე ორი თამაში ჩაატარეს, გიბრალტარს 3:2 მოუგეს, ხოლო ირლანდიასთან 0:0 ითამაშეს.
...86. ბელარუსი - 1286 ქულა
87. გაბონი - 1285 ქულა
88. ჰაიტი - 1281 ქულა
89. ისრაელი - 1278 ქულა
90. საქართველო - 1274 ქულა
91. ლიბანი - 1266 ქულა
92. კონგო - 1265 ქულა
93. კვიპროსი - 1263 ქულა
94. ყირგიზეთი - 1252 ქულა
95. მადაგასკარი - 1249 ქულა
რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, აქ ცვლილებები არ მომხდარა და როგორც წინა თვეში ახლაც იდენტურად არიან გუნდები განლაგებულნი. ლიდერი კი, ისევ ბელგიის ნაკრებია.
1. ბელგია - 1755 ქულა
2. საფრანგეთი - 1726 ქულა
3. ბრაზილია - 1715 ქულა
4. ინგლისი - 1651 ქულა
5. ურუგვაი - 1642 ქულა
6. პორტუგალია - 1632 ქულა
7. ხორვატია - 1631 ქულა
8. ესპანეთი - 1625 ქულა
9. არგენტინა - 1617 ქულა
10. კოლუმბია - 1615 ქულა