ფეხბურთი

16:12 | 24.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს 2021 წელს ჩინეთი უმასპინძლებს და ფორმატი შეიცვლება

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ფორმატს იცვლის. როგორც ფიფას ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 2021 წლის ივნისიდან ივლისამდე ჩინეთი ახალი ფორმატის საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ტურნირის საბოლოო სისტემა ფიფასა და ექვს კონფედერაციას შორის კონსულტაციების შემდეგ დადგინდება. თუმცა, კულუარული ცნობებით, ტურნირში 24 მიიღებს მონაწილეობას.

ქვოტები შემდეგნაირად გადანაწილდება: 8 გუნდი ევროპიდან, 6 სამხრეთ ამერიკიდან, 3-3 აფრიკიდან, აზიიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და ერთი გუნდი ოკეანეთიდან. ხსენებული 24 გუნდი სამ ქვეჯგუფში გადანაწილდებიან.

როგორც ცნობილი ხდება, ევროპიდან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობას 2018 წლიდან 2021 წლამდე ჩემპიონთა და ევროპა ლიგის გამარჯვებულები მიიღებენ. შესაბამისად, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2021 წლის ტურნირზე „რეალი“, „ატლეტიკო“, „ლივერპული“ და „ჩელსი“ კვალიფიცირებულნი არიან.

ახალი ტურნირი კალენდარში იმავე ადგილს დაიკავებს, რომელიც აქამდე კონფედერაციათა თასს ჰქონდა დაკავებული.

0.116692