12:52 | 24.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ მეოთხე ინგლისური კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 200 გოლი გაიტანა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში, „ლივერპულმა“ „გენკი“ სტუმრად 4:1 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა დუბლი შეასრულა. Opta-ს ცნობით, 57-ე წუთზე ალექსის მიერ გატანილი მეორე გოლი მე-200 გამოდგა „წითლებისთვის“ ჩემპიონთა ლიგაში.

ამრიგად, მერსისაიდელები მეოთხე ინგლისური კლუბი გახდნენ, ვისაც ამ ნიშნულისთვის მიუღწევია. მანამდე 200-გოლიან ზღვარს „მანჩესტერ იუნაიტედმა,“ „არსენალმა“ და „ჩელსიმ“ უწიეს.

„ლივერპული“ ტურნირის ექვსგზის გამარჯვებულია, „მანჩესტერი“ - ორგზის, „ჩელსი“ ერთგზის, „არსენალი“ კი მხოლოდ ერთხელ ყოფილა ფინალში და დამარცხებულა.

თეგებილივერპული
0.116547