მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, როჯერ ფედერერმა, რომელიც ბაზელის ATP 500-ის ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, მშობლიური ქალაქის ტურნირზე წაუგებელი სერია 22-მდე გაზარდა.
მოლდაველ რადუ ალბოტთან მოგება (6:0, 6:3) ზედიზედ 22-ე გამოდგა მისთვის Swiss Indoors Basel-ზე - გვამცნობს ATP Tour-ის ოფიციალური ვებ-გვერდი. კარიერაში, ამ შეჯიბრზე, მას 81 მატჩი ჩაუტარებია და მხოლოდ 9 წაუგია. ბოლოს ტურნირზე ფედერერი 2013 წელს დამარცხდა ხუან-მარტინ დელ პოტროსთან.
ამ წაგების შემდეგ, 38 წლის შვეიცარიელმა ყველა გათამაშება მოიგო, 2016 წლის გარდა, რომელშიც არ მონაწილეობდა.