ფეხბურთი

3:39 | 24.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

3 წელი და 70 თამაში - "ზალცბურგის" საოცარი სერია დასრულდა

70 მატჩი და 3 წელი - ავსტრიის ჩემპიონ „ზალცბურგის“ დიდებული საშინაო სერია დასრულდა და საკუთარ მოედანზე მარცხი განიცადა. სამი წლის შემდეგ ავსტრიელთა ძლევა მისსავე კედლებში იტალიურმა „ნაპოლიმ“ (3:2) მოახერხა.

იეს მარშის გუნდს „რედ ბულ არენაზე“ ბოლოს წაგებული 2016 წელს ჰქონდა, როდესაც 27 ნოემბერს, „ადმირასთან“ 0:1 დამარცხდა. მას შემდეგ „ზალცბურგმა“ ყველა ტურნირის ჩათვლით სახლში 70 მატჩი წაუგებლად ჩაატარა.

უშუალოდ ევროტურნირებს რაც შეეხება, ავსტრიელთა ბრწყინვალე სერიამ 19 თამაში შეადგინა. „ნაპოლიმდე“ ბოლო გუნდი, რომელმაც „რედ ბულ არენაზე“ ევროსარბიელის ეგიდით იმარჯვა, ფრანგული „ნიცა“ იყო 2016 წლის 20 ოქტომბერს (1:0).

აქვე გეტყვით, რომ „ზალცბურგს“ ჩემპიონთა ლიგაზე სამი ტურის შემდეგ ამდენივე ქულა აქვს და ჯგუფში მესამე პოზიციას იკავებს.

0.591002