ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, დევიდ ჰეგარტიმ, განმარტა რა კრიტერიუმით დაიშვება 38 წლის როჯერ ფედერერი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე.
„ჩვენ ოპიმპიადაზე დაშვების საგანგებო წესები გვაქვს. ოლიმპიური საჩოგბურთო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპად დევისის თასი ითვლება. მაგალითად, თუ კეი ნიშიკორი პირველ წრეში ითამაშებს, ოლიმპიურ საგზურს მიიღებს.
ფედერერი დევისის თასზე მონაწილეობას არ იღებს, მაგრამ შვეიცარიას ის სხვა კატეგორიით შეუძლია წარადგინოს. როჯერს ხომ ოლიმპიური მედალი აქვს.“ - ციტირებს ჰეგარტის სიტყვებს EFE.
შეგახსენებთ, რომ როჯერ ფედერერი 2008 წლის ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში ჩემპიონი გახდა. 2012-ში კი ერთეულთა თანრიგში ვერცხლის მედალი მოიპოვა.