ჩოგბურთი

12:21 | 23.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე და შაფათავა ჩინეთში წინ მიიწევენ

ჩინეთის ქალაქ ნანინგში 25000 დოლარიან ტურნრიზე ორი ქართველი მარიამ ბოლქვაძე და სოფია შაფათავა ასპარეზობენ.

მარიამისთვი ამერიკის ღია პირველობის შემდეგ ეს ტურნირი პირველია. ერთულთა თანრიგში ბოლქვაძე პირველ ნომრად არის განთესილი და პირველ წრეში ჩინელი სიია ვეი 6:1, 6:1 გაანადგურა. წყვილთა თანრიგში ბოლქვაძემ თავის მეწყვილე ირინა შიმანოვიჩთან ერთად ჩოი-ლუანგმანის წყვილი დრამატულ ბრძოლაში 6:3, 2:6, 11:9 დაამარცხა.

რაც შეეხება სოფია შაფათავას ის წყვილთა თანრიგში ბრიტანელ ემილი ვებლი-სმიტთან ერთად ჩინურ ვუს-გუს წყვილს 7:6, 8:6 სძლიეს. ერთეულთა თანრიგში შაფათავა კლავიფიკაციის ფინალში დამარცხდა, თუმცა "იღბლიანი წაგებულის" სტატუსით ძირითად ბადეში მიანც იასპარეზებს, სადაც მისი პირველი მეტოქე ურსულა რადვანსკა იქნება.

0.121418