კალათბურთი

11:19 | 23.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნბა დაიწყო, „კლიპერსმა“ „ლეიკერსს“ აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რიგით 74-ე სეზონი დაიწყო. სულ ორი შეხვედრა გაიმართა.

დიდ ინტერესს იწვევდა კავაი ლეონარდის „კლიპერსის“ და ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსის“ დაპირისპირდება, რომელიც „კლიპერსის“ გამარჯვებით 112:102 დასრულდა.

პირველი პერიოდი „ლეიკერსის“ უპირატესობით მიმდინარეობდა, მეორე და მესამე მეოთხედებში ინიციატივა „კლიპერსმა“ აიღო, მაგრამ დასკვნით პერიოდამდე გუნდები 85:85-ით მივიდნენ. გადამწყვეტ პერიოდში დოკ რივერსის შეგირდებმა უკეთ ითამაშეს და სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვეს. მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა კავაი ლეონარდის ანგარიშზეა. „ლეიკერსში“ 28 ქულით გრინი გამოირჩა, ენდონი დევისს 25 ქულა, 10 მოხსნდა და 5 პასი ჰქონდა. ლებრონ ჯეიმსმა 18 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. პოლ ჯორჯს მხრის ტრავმის გამო არ უთამაშია.

ნბა-ს მოქმედი ჩემპიონო „ტორონტო რეპტორსი“ შინ „ნიუ ორლეანს“ შეხვდა. მატჩის დაწყებამდე კანადელებს საჩემპიონო ბეჭდები გადასცეს. შეხვედრის ძირითადი დროს ფრედ 117:117 დასრულდა. დამატებით 5-წუთეულში კანადელები უკეთესად თამაშობდნენ და საბოლოოდ 130:122 იმარჯვეს. საოცარი შეხვედრა გამოუვიდა პასკალ სიაკამს, რომელმაც გუნდს 34 ქულა, 18 მოხსნა და 5 პასი შესძინა. კაელ ლოურის 22 ქულა ჰქონდა. ნიუ ორლეანელებმა უფრო გუნდური კალათბურთი ითამაშეს, ექვსმა მოთამაშემ მინიმუმ 13 და მეტი ქულა ჩააგდეს, მათ შორის ყველაზე მეტი 22 ქულა ინგრამის ანგარიშზეა.

„ტორონტო“ – „ნიუ ორლეანი“ 130:122 (27:30, 29:31, 32:25, 29:31, ო.ტ. 13:5)

https://www.youtube.com/watch?v=hMTlKpnFd0U

„კლიპერსი“ – „ლეიკერსი“ 112:102 (22:25, 40:29, 23:31, 27:17)

https://www.youtube.com/watch?v=xKdVTomBID8

0.133687