„ბაიერნის“ მეკარემ, ოლივერ ნოიერმა, მიუნხენელებისა და გერმანიის ნაკრების მეკარის, ოლივერ კანის საჩემპიონთალიგო რეკორდი გაიმეორა. საუბარია გერმანელი მეკარეების მიერ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნინში გამართული მატჩების რაოდენობაზე. ახლა ორივეს 103 მატჩი აქვთ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული.
103-ე შეხვედრა ნოიერმა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში ოთამაშა ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ (3:2).
კანმა 103-ვე მატჩი „ბაიერნის“ შემადგენლობაში ჩაატარა, ნოიერმა კი პირველი 22 ჩემპიონთალიგური „შალკეს“ მაისურით ითამაშა.
ნოიერმა კანის რეკორდი უკვე ორი კვირის თავზე შეიძლება გააუმჯობესოს. როცა „ბაიერნი“ ლიგის მე-4 ტურში „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს.
საერთოდ კი გერმანელ ფეხბურთელებს შორის, ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე მეტჯერ „ბაიერნისა“ და „შტუტგარტის“ ყოფილ მცველს, ფილიპ ლამს უთამაშია - 112.