ბუენოს აირესის „რივერ პლეიტი“ ლიბერტადორესის თასის გათამაშების პირველი ფინალისტი გახდა. საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „რივერმა“ „ბოკა ხუნიორსთან“ 0:1 წააგო, მაგრამ პირველი შეხვედრა 2:0 ჰქონდა მოგებული და ამდენად, ფინალში სწორედ მარსელო გალიარდოს შეგირდები გავიდნენ.
ხსენებულ მატჩში ერთადერთი ბურთი ხან კარლოს ურტადომ გაიტანა.
მეორე ფინალისტი ბრაზილიურ „გრემიოსა“ და „ფლამენგოს“ შორის გაირკვევა. პირველი ნახევარფინალური მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ „რივერ პლეიტი“ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. გასული გათამაშების ფინალში „რივერმა“ ასევე „ბოკა ხუნიორსს“ სძლია.