წყალბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წლისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
ქართველი წყალბურთელები D ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მისი მეტოქეები საფრანგეთის, იტალიისა და საბერძნეთის ნაკრებები იქნებიან.
წილისყრის შედეგად, ოთხივე ჯგუფი შემდეგნაირად დაკომპლექტდა:
A ჯგუფი
გერმანია, სლოვაკეთი, ხორვატია, მონტენეგრო
B ჯგუფი
რუმინეთი, სერბეთი, ჰოლანდია, რუსეთი
C ჯგუფი
მალტა, თურქეთი, ესპანეთი, უნგრეთი
D ჯგუფი
საფრანგეთი, იტალია, საქართველო, საბერძნეთი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს. ევროპირველობა კი, 2020 წლის 12-26 იანვარს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.