ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის საერთაშორის ტურნირს პირველსავე წრეში გამოეთიშა.
ნიკა ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან 6:4, 2:6, 1:6 დამარცხა, შევედრა საათსა და 39 წუთს გაგრძელდა.
პირველი სეტი ნიკამ ისე მოიგო, რომ მეტოქე ქართველის ჩაწოდებაზე შანსი არ ჰქონია. ბასილაშვილმა 4:4-ზე ბრეიკი შეასრულა და სეტებში დაწინაურდა.
მატჩში გარდამტეხი მეორე სეტის სტარტი გამოდგა, ნიკამ ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ ბასილაშვილს ჩავარდნა ჰქონდა, რომელიც მატჩის ბოლომდე გაგრძელდა. ვერდასკომაც უკეთ დაიწყო თამაში, პირველი ჩაწოდება თითქმის სულ გამოსდიოდა.
ქართველ ჩოგბურთელს 4 ეისი და ამდენიმვე ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო ესპანელს ექვსი ეისი და არც ერთი ორმაგი შეცდომა.
მომდევნო ეტაპზე ფერნანდო ტიმი-ცონგას შორის გამარჯვებულს შეხვდება.