"ინდიანა პეისერსის" მძიმე ფორვარდმა დომანტას საბონისმა გუნდთან ახალი 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც ის 77 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინდიანაპოლისელები საბონისს მაილს ტერნერთან ერთად ძირითადი ხუთეულში დაყენებას აპირებენ. რაც იმას ნიშნავს, რომ გოგო ბითაზე პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება და ქართველ ცენტრს, პირველ სეზონში თავის გამოსაჩენად საკმარისი დრო მიეცემა.
საბონისი განვლილ სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 14.2 ქულას, 9.4 მოხსნას და 2.9 პასს აგროვებდა.