ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის არანაკლებ ლეგენდარული ცოლი ვიქტორია ადამსი ინგლისსა თუ ამერიკის შერთებულ შტატებში სხვადასხვა სატელევიზიო შოუების ხშირის სტუმარია და თავის მოსაზრებებსაც ისე კოხტად ახვავებს - თქვენი მოწონებული.
ამასწინათ ერთ-ერთ პოპულარულ ამერიკულ გასართობ შოუში სტუმრად დაბრძანებულმა ადამსის ქალმა ერთმანეთს ევროპული და ამერიკული ცხოვრების წესი შეადარა და საბოლოოოდ დაასკვნა, რომ ამერიკულ მშვიდ, ბიურგერულ ცხოვრებას ისევ ევროპული გადი-გამოდი ჯობია.
ვიქტორიასა და დევიდს ბოლო წლებში ცხოვრება ძირითადად ამერიკაში უწევთ და საკუთარი სხვადასხვა ტიპის ბიზნესებით ფულსაც ბლომად ხვეჭენ. ერთი ისაა, რომ აშშ-ში მათი პოპულარობა მაინც ვერაა იმ ზომის, როგორიც “ბებერ კონტინენტზეა“ და დევიდის დიდი მობურთალობა (ვიქტორია ადამსის ყოფილ მომღერლობაზე რომ არაფერი ვთქვათ) წარსულის მიმქრალ ამბადღა მოსჩანს.