4 ნოემბრიდან საწვრთნელ შეკრებას დაიწყებს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები გუნდი. ვასილ მაისურაძეს და მის ფეხბურთელებს წინ უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელით.
17-წლამდელთა ევროშესარჩევის მსგავსად, ამ საკვალიფიკაციო ეტაპის მასპინძელიც საქართველოა. ელიტრაუნდის საგზურის მოსაპოვებლად, ჩვენი 19-წლამდელები მე-11 ჯგუფში – ჰოლანდიის, უელსისა და
ჩვენი ნაკრები სასტუმრო “ბომონდ გარდენში“ იცხოვრებს და ყოველდღიურ ვარჯიშებს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე“ გამართავს. ამ ეტაპზე ვასილ მაისურაძემ შეკრებაზე 24 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთაგან, შესარჩევის დასაწყისისთვის 18 საუკეთესოს აარჩევს.
მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე – “საბურთალო“), ნიკა შერმადინი (“მეტალურგი“,
მცველები: ნიკოლოზ ჭანტურია, გიორგი გაბაძე (ორივე – “ტორპედო“, ქუთაისი), ალექსანდრე გურეშიძე, გიგა სამხარაძე, ოთარ კაკაბაძე (ყველა – “დინამო“,
ნახევარმცველები: ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე – “დინამო“,
თავდამსხმელები: დავით ჯიქია, ალეკო მზევაშვილი (ორივე – “ტორპედო“, ქუთაისი), ლუკა ზარანდია (“ლოკომოტივი“,
შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 13 ნოემბრიდან დაიწყება. პირველ სათამაშო დღეს საქართველო-უელსი და ჰოლანდია-მოლდოვა ითამაშებენ, 15-ში – მოლდოვა-საქართველო და ჰოლანდია უელსი და 18-ში – საქართველო-ჰოლანდია და უელსი-მოლდოვა.
სფფ-ის პრესსამსახური