სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:55 | 29.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელებმა ტაიმი უგოლოდ ჩაამთავრეს

 

ბელგიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის დასკვნით ტურში, საქართველოსა და ბელგიის 19-წლამდელთა ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა.

გია ცეცაძის გაწვრთნილ გუნდს ჯგუფის პირველ ორ შეხვედრაში მიღებული ყვითელ-წითელი ბარათების სიმრავლის გამო დღევანდელი თამაშისთვის 13-კაციანი შემადგენლობაღა შემორჩა. დღევანდელი სასტარტო განაცხადი ასეთია: თებიძე, დვალი, სანდოხაძე, გეგეჭკორი, ჭანტურია, უბილავა, სამუშია, ცნობილაძე, ფანცულაია, ზივზივაძე, ზარანდია. სათადარიგოთა სკამზე კი მხოლოდ მეკარე მიქავა და გურეშიძე დასხდნენ.

საქართველო-ბელგიის თამაშის პარალელურად ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს ინგლისი და შოტლანდია ხვდებიან და პირველი ტაიმის შემდეგ ინგლისელები ორბურთიანი უპირატესობით (2:0) იგებენ.

შეგახსენებთ, ბოლო ტურის წინ ჯგუფს საქართველო ლიდერობდა 4 ქულით, ბელგიასა და ინგლისს 2-2 ქულა ჰქონდათ, შოტლანდიას – 1.

 

ხათუნა გაბიტაშვილის ფოტოები

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.199595