საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომლის მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძეა, თურქეთში მეორე ამხანაგური მატჩიც მოიგო.
მაისურაძის შეგირდები “ქასიმფაშას” 20-წლამდელთა გუნდს შეხვდნენ და 4:1 მოიგეს. ქართველებმა პირველ ტაიმში მეტოქეს 3:0 აჯობეს. მეტოქის კარი ლევან შენგელიამ, დათო ჯიქიამ და ლუკა ზარანდიამ აიღეს. შესვენების შემდეგ, გოლი თავის ანგარიშზე გიორგი ბერიძემ ჩაიწერა.
შეგახსენებთ, რომ პირველ ამხანაგურ შეხვედრაში მაისურაძის გაწვრთნილებმა “გალათასარაის” 20-წლამდელებს 2:1 სძლიეს.