ფეხბურთი

18:44 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელებმა მინსკში პირველი სპარინგი წააგეს

 

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი დევდარიანი წვრთნის, მინსკში ბელარუს თანატოლებთან პირველი ამხანაგური მატჩი 1:2 წააგო. ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ქართველმა 19-წლამდელებმა ასეთი შემადგელობით ითამაშეს:

ქურდაძე, გელაშვილი, მალანია, ტაბიძე, კირკიტაძე (კომახიძე, 46), კილასონია, კიტეიშვილი (გოშთელიანი, 78), ხარაშვილი, ხორხელი, შულაია (კიკნაძე, 46), კერძევაძე (შერაზადიშვილი, 46).

სათადარიგოები: გოშაძე, მარგველაშვილი, ბარამიძე, დუმბაძე, მიქელთაძე.

მე-10 წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ, ანგარიში კერძევაძემ გახსნა. 61-ე წუთზე საპასუხო გოლი იაროცკიმ გაიტანა, რომელმაც 5 წუთის მერე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ქართველი ფეხბურთელებიდან ყვითელი ბარათები კილასონიამ (62), გელაშვილმა (62) და კიკნაძემ (65) მიიღეს.

საქართველოსა და ბელარუსის 19-წლამდელების მომდევნო ამხანაგური თამაში 31 ივლისს გაიმართება.

0.119733